ხანძარი რუსთავში მე-17 მიკრორაიონში. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ლიფტის შახტაში გაჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
დაკვამლიანების გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.