რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "სიდას" ორგანიზებით, შეხვედრა "პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის" გაიმართა.
შეხვედრის მიზანია, გაიზარდოს ბიზნესის ჩართულობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების და სხვა პროექტების განხორციელების პროცესში.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრები რუსთავის გარდა, საქართველოს 5 ქალაქში, თელავში, ზუგდიდში, მესტიასა და ბათუმში გაიმართება.
"დღეს შეხვედრა ტარდება კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის და გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის პლათფორმების ფარგლებში. მიზანია საქართველოს 5 რეგიონში, ჩავატაროთ შეხვედრები იმასთან დაკავშირებით თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თვითოეული სექტორის წარმომადგენლებს ადგილობრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა
შეხვედრას ადგილობრივი თვიმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენები ესწრებოდნენ.