გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 ივლისს ელექტროენერგია შეიზღუდება:
18:00-დან 21:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სართიჭალაში.
11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 17:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაჩკოვი, იმერა, კაბური, სამადლო და მიმდებარე სოფლებს.
14:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, ლეჟბადინი, დიდი მუღანლო, ბაიდარი და მიმდებარე სოფლებს.
14:00-დან 19:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.