გამოცდის პირველი დღე დასრულდა

2019-07-01 20:19:37

1 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაუტარდათ.

როგორიც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა - "გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არ შექმნილა არანაირი პრობლემა. რაც შეეხება აბიტურიენტებს, გამოცდაზე 1 სესიაზე 497 აბიტურიენტიდან 41 არ გამოცხადდა, ხოლო 2 სესიაზე 480 აბიტურიენტიდან 6 არ გამოცხადდა".

"ინფო რუსთავთან" საუბრისას საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, მათი ტქმით, საგამოცდო ტესტის ფორმატი შეცვლილი დახვდათ.

"ტესტების ფორმატი იყო შეცვლილი რასაც არ ევლოდი, შესაბამისად დავიბენი და გამიჭირდა თავის გართმევა",- განაცხადა პირველი სესიიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

აბიტურეენტების ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ტესტებს თავი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაართვეს.

"ყველაფრის დაწერა მოვახერხე, განსაკუთრებული სირთულის არ ყოფილა ჩემთვის ეს გამოცდა", - აცხადებს ერთ-ერთი აბიტურიენტი.

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები დღეს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება.