რუსთავში მრავალშვილიანი ოჯახების კავშირი დაფუძნდა [photo]

2019-07-01 20:01:44

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრვალშვილიანი ოჯახების კავშირის "მტევანის" დამფუძნებელმა შეხვედრა გამართა და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც მრავალ შვილიან ოჯახებს აწუხებთ.

ორგანიზაციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს მრავალშვილიანი ოჯახებს და ისინი, სამოქალაქო, კერძო სექტორების და მერიის დახმარებით წაახალისოს. წახალისება შეიძლება იყოს საგანმანათლებლო ხასიათის, აღმზრდელობითი სახის ან სხვადასხვა სერვისის ვაუჩერული მომსახურებით.

"მინდა რომ სტერეოტიპი დაინგრეს, დღევანდელი დემოგრაფიული კრიზისის ფონზე ხალხი მრავალშვილიანი ოჯახების ყოლას უნდა თვლიდეს პრესტიჟულად და არა დამამცირებლად. ჯერჯერობით კიდევ არ არის დიდი ცვლილება საზოგადოებაში, მინდა სწორად გაჟრდეს უფრო მეტად დადებითი კუთხეები ამ ოჯახების ვიდრე უარყოფითი", - განაცხადა მრვალშვილიანი ოჯახების კავშირის "მტევანის" დამფუძნებელმა იზა ცაგარელმა.

ორგანიზაციის წევრობა შეუძლიათ ოჯახებს, ვისაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი. კავშირში ამ დროისთვის უკვე 300-მდე ოჯახია გაწევრიანებული.

შეხვედრას ესწრებოდა რუსთავის მერი, სამოქალაქო აქტივისტები და მოწვეული სტუმრები.