ცეცხლი სავაჭრო ობიექტის სახურავზე [photo]

2019-07-01 13:34:16

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრის შენობის სახურავზე მაღალი ძაბვის სადენს ცეცხლი გაუჩნდა.

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, სადენების დაზიანება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.