ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

2019-06-30 15:10:58

2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების  განრიგი ცნობილია.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ  - "საგამოცდო ცენტრის სექტორი გაგრილების სისტემითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილია, არანაირი პრობლემა და შეფერხება არ არის და მზად ვართ გამოცდების დასაწყებად".

2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41000-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი 12000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.