ორმოები ცენტრალურ ქუჩებზე.

2016-11-02 14:24:10

წლის დასაწყისში ქალაქის ბიუჯეტიდან ორმული დამუშავებისთვის 260 000 ლარი გამოიყო, თუმცა გზებზე არსებული დაზიანებული ასფალტი, ავტომობილების მძღოლებისთვის პრობლემას კვლავ წარმოადგენდა.მოგვიანებით იგივე სამუშაოებისთვის დამატებით კიდევ 60 000 ლარის გამოყოფა მოხდა. მიუხედავად დახარჯული 310 000 ლარისა ცენტრალურ ქუჩებზე ორმოები ისევ არის. წლის მიწურულს გზის საფარის ორმული დამუშავების სამუშაოებისთვის, უკვე მესამედ-52 542 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სამუშაოების შესრულებას მალევე დაიწყებს და წლის ბოლოსთვის დაასრულებს.