"გაჩერებაზე მიკროავტობუსები არ იყო"

2019-06-28 01:36:43

რუსთაველი მგზავრები თბილისიდან სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ - "23 საათიდან ველოდით, თუმცა გაჩერებაზე მიკროავტობუსები არ იყო. დავრეკეთ ცხელ ხაზზე და გვითხრეს რომ მოვა ტრანსპორტიო მაგრამ უშედეგოდ ველოდით. ბოლოს ტაქსებით წამოსვლა მოგვიწია".

არსებული ინფორმაციით პრობლემა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე სადგურზე დაფიქსირდა.