ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში

2019-06-26 11:24:00

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარია ტრაპიზონთან ახლოს, დასახლება ფაზართან, ავტომაგისტრალზე მოხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან. მათივე ინფორმაციით, ისინი თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

დაშავდა ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში ქალაქ რიზეს კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებიან ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.