ავარიები კოსტავას გამზირზე.

2017-03-18 11:25:59

ავტოსაგზაო შემთხვევები კოსტავას გამზირზე. პირველი შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა, როგორც ერთერთი მძღოლი აცხადებს მას უკნიდან მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც თავად ინერციით წინ მყოფ მანქანას დაეჯახა, ხოლო ის მძღოლი რომელმაც შეჯახება მოახდინა ადგილიდან მიიმალა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მეორე შემთხვევა კი დღეს დილით მოხდა, კოსტავას გამზირზე, ქუჩის დასაწყისში ორი მსიბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.