რამდენიმე უბანს ელ. ენერგია ავარიულად გაეთიშა.

2017-03-17 21:55:49

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია ავარიულად გაეთიშა და ამ დრომდე არ მიეწოდება. "ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" დაუკავშირდა სადაც განუცხადეს რომ - "ავარიულად გაითიშა ბათუმის და რუსთაველის ქუჩა. ამ მომენტისთვის ადგილზე ჩვენი თანამშრომლები გასულები არიან და გარკვეულ სამუშაოებს ახორციელებენ. ყველა აბონენტი რომელიც ავარიულად გაითიშა მაქსიმუმ 1 საათში ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგება".