კადიროვი განცხადებას ავრცელებს

2019-06-22 17:49:20

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეგრამზე განცხადებას ავრცელებს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია. რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ჩვენი ერები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საუკუნეებით, მეგობრობით და ერთიანობით. ქართული კულტურა, ლიტერატურა, ხელობნება მსოფლიომ სწორედ რუსეთის წყალობით შეიცნო. რაც შეეხება საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ათასი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ მშვიდბასა და ჰარმონიაში ვიცხოვროთ და არცერთი მიზეზი არაა, იმისთვის, რომ ერთმანეთს სიძულვილით  ვუყუროთ" - წერს კადიროვი განცხადებაში

კადიროვი ასევე წერს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, საქართველოს არ ჰყავს ისეთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც 1 საათში შეძლებს დახმარების ხელი გაუწოდოს, როგორც რუსეთმა. მისი აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ.

"რუსეთის მოქალაქეებმა 2018 წელს საქართველოში 3 მილიარდ ნახევარი დოლარი დატოვეს. და რას მიაღწიეს ანტირუსულმა რადიკალებმა? ამ ყველაფერს საქართველო ჯერ კიდევ იგრძნობ, როდესაც რესტორნები, სასტუმროები და კაფეები დაცარიელდება" - წერს კადიროვი