თურქეთში ქართველი კაცი მოკლეს [video]

2019-06-18 11:47:38

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მამაკაცები ერთმანეთს ცეცხსასროლი და ცივი იარაღებით დაუპირისპირდნენ. [ვიდეო/video]

სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რუსები და ქართველები ერთმანეთს სასტუმროში დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია სამი რუსეთისა და ორი საქართველოს მოქალაქე.