18 ივნისს ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-06-17 21:08:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

11:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, მუშევანი, გეთა, წიფორი, იწრია, საბერეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:10-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ტალავერი, პატარა დარბაზი.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებს. 11:30-დან 19:00 საათამდე - ტნუსი, განთიადი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაჩკოვი, ბეშთაშენი, ყაბური, იმერა, ჩოლიანი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.