ავარია რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე

2019-06-17 11:46:55

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ავტომობილში 4 ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის შედეგადად, 2 მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთერთი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, მისი ტრანსპორტირება თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

მამაკაცს სავარაუდოდ მარცხენა ხელის ამპუტაციას გაუკეთებენ.

RUSTAVI