საწარმოში მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა [video]

2019-06-17 00:08:03

გაჩიანში, მეტალურგიულ საწარმოში, 47 წლის მამაკაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში საწარმოს თანამშრომლებმა გადაიყვანეს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ: "ახალგაზრდა მამაკაცი, არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შემოყვანილია ახლობლების მიერ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული ტრავმული დაზიანებებით. ამ ეტაპზე ტრავმული დაზიანებები გამოირიცხა, თუმცა გამოკვლევები დინამიკაში გრძელდება. ჯერჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა რჩება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ".