შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

2019-06-15 22:57:16

ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე 61 წლის ქეთევან ქათამაძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობელებმა 112-ში დარეკეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ და ქალი ნახევრად შიშველი, გარდაცვლილი აღმოაჩინეს. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან ქალი სავარაუდოდ თოკით არის მოკლული.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI