"სხვა საქართველო სად არის"

2019-06-15 18:09:56

მარნეულმა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალ  „სხვა საქართველო სად არის“ უმასპინძლა.

ფესტივალი, დღეს გრანდიოზული გალა-კონცერტით დაიხურა, სადაც კონკურსის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ცნობილი ქართველი კომპოზიტორები ნუნუ გაბუნია, რუსუდან სებისკვერაძე, მომღერლები - ირმა სოხაძე, თემურ წიკლაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს კონკურსში საქართველოს სამი რეგიონის  ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის  თექვსმეტი მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებულ  მონაწილეებს  პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.

წლევანდელი ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, მარნეულელი ახალგაზრდა მომღერალი შაბან მამედოვი გახდა.

ფესტივალის მიზანს ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა და პოპულარიზაცია წარმოადგენდა, როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.