ლეკვები ნაგვის ურნაში გადაყარეს [video]

2019-06-14 22:45:15

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, უცნობმა პირმა 9 ლეკვი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნაში გადაყარა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავს" ფაქტის შესახებ ადგილობრივმა აცნობა. როგორც მამაკაცი აღნიშნავს ლეკვები ნაგვის ურნაში შემთხვევით აღმოაჩინა, დასახმარებლად კი "ინფო რუსთავს" მიმართა. ჩვენ შესაბამის სამსახურს დავუკავშირდით, ადგილზე ასევე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

აღმოჩნდა რომ ლეკვები რამდენიმე საათის დაბადებულები იყვნენ, მათ თვალები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ახელილი. ადგილზე შეკრებილების აზრით სავარაუდოდ რომელიმე კორპუსის მოსახლემ გადაწყვიტა რომ ახალშობილი ლეკვები ეზოდან მოეშორებინა და ურნაში ჩაყარა.

ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს სამსახურმა ლეკვები ცხოველთა დროებით თავშესაფარში გადაიყვანა.

აღსანიშნავია რომ ცხოველებისადმი არაჰუმანური მოქცევა თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასჯადი გახდა.