რუსთავში ნაგვის ახალი ურნები დაიდგა

2019-06-12 18:46:35

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები დაიდგა.

შერეული ნარჩენის შეგროვების მიზნით, "რუსთავსერვის ცენტრმა" აღნიშნულ ტერიტორიაზე 40 მინი კონტეინერი განათავსა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავსერვის ცენტრში განუცხადეს, ახალი ურნები კოსტავას რეაბილიტირებულ ნაწილში განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი.

სამუშაო პროცესს "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გოროზია ესწრებოდა.