საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ახალციხეში, გურკელთან ახლოს, 12:44 საათზე 3.4 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ადგილობრივების თქმით, ბიძგები წინუბანსა და აწყურშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.