ამერიკაში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

2019-06-10 22:37:58

ამერიკაში, ფილადელფიაში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

25 წლის ილიკო ჯიქიას მშობლები წლებია ამერიკაში ცხოვრობდნენ, თვითონ 3 წლის წინ დაოჯახდა და აპირებდა მეუღლსთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლას.

"ინფო რუსთავს" გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის ახლობელი ესაუბრა - "ანევრიზმით გარდაიცვალა, ღამე დაიძინა და დილით უნახავთ გარდაცვლილი. ეს იყო ნათელი, უმწიკვლო, სუფთა ადამიანი. საბუთებს აფორმებდა და მეუღლესთან ერთად, აგვისტოში ამერიკაში აპირებდნენ გადასვლას."