მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-06-09 17:03:32

10-13 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 ივნისი +32°C, 11 ივნისი +32°C, 12 ივნისი +33°C, 13 ივნისი +31°C.