ჯილდო პენსიონერ პედაგოგებს

2019-06-09 10:54:16

საპენსიო ასაკის რუსთაველი მასწავლებლები სტატუსის ასამაღლებელ გამოცდებს არ უშინდებიან.

განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომლებსაც სურვილი არ ექნებათ სტატუსი აიმაღლონ, 2019 წელს სკოლის დატოვების შემთხვევაში ფულადი ჯილდოს სახით 2 წლის ჯამურ ხელფასსა და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მიიღებენ.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგები საქმიანობის შეწყვეტაზე განცხადებებს უკვე წერენ და ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ, თუმცა როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით რუსთავში საპენსიო ასაკის პრაქტიკოს არცერთ მასწავლებელს სკოლის დატოვების შესახებ განაცხადი არ გაუკეთებია.

განათლების სამინისტროს ახალი რეფორმის ფარგლებში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის ამაღლების 2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც ვერ აიმაღლებს სტატუსს, მას რჩება შესაძლებლობა, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, დროებით ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძოს პროფესიული საქმიანობა. პრაქტიკოსი, საპენსიო ასაკის მასწავლებელი კი სტატუსის ამღლების 2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ისარგებლებს პრივილეგიით, მიიღებს ფულად ჯილდოს და დაზღვევას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები