"ინტერტრანსი" განცხადებას ავრცელებს

2019-06-03 15:13:57

კომპანია "ინტერტრანსი" განცხადებას ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, შეღავათიან სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შეიქმნა ინტერტრანსის ყალბი გვერდი, რომელსაც კომპანიასთან საერთო არ აქვს. 

გვერდი  ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს ჩვენი სახელით, ერთ-ერთი ასეთი კი შეღავათიანი სამგზავრო ბარათებს ეხება. 
კომპანია ინტერ ტრანსს Facebook-ზე ოფიციალური გვერდი არ აქვს.

მსგავს შემთხვევებში ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე 0341 28 50 50