მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-06-02 18:38:29

3 ივნისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +32, +37, სანაპირო რაიონებში +27, +33, მთაში +29, +34, მაღალმთაში +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 ივნისი +34°C, 4 ივნისი +36°C, 5 ივნისი +36°C, 6 ივნისი +35°C.