"რისთვის იხდიან სასჯელს რუსთაველი მხატვრები" [video]

2019-06-02 22:48:10

"გვინდა, რომ ღია სივრცეში, ვიყოთ ყველასთვის მიღებული და ჩვენი სათქმელი, პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე ვუთხრათ საზოგადოებას". [ვიდეო/video]

რუსთაველი მხატვრები გიორგი ჩაჩანიძე, მალხაზ დათუკიშვილი, შალვა ხრიკული, დავით ფირცხალაური და დავით დოთიაშვილი 168 საათის განმავლობაში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ვოლიერებში იცხოვრებენ. ამ დროის განმავლობაში დახატავენ, მოაწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს და ღიად იტყვიან საკუთარ სათქმელს.

მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებას დაანახონ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გარემოს, რაც არ უნდა ჩაკეტილ სივრცეში იყოს ადამიანი, ყველგან შეუძლია თავისუფლად აკეთოს ის საქმე, რომლის გაკეთებაც უნდა.

"საზოგადოებასა და ხელოვნებას შორის არის ძალიან დიდი ხიდჩატეხულობა და ძალიან დაშორდა ერთმანეთს. ვერც საზოგადოება ვითარდება ამ შემთხვევაში და ვერც ხელოვნება, რადგან მოთხოვნა არის მინიმალური და მიწოდებაც არის შესაბამისად მინიმალური. ხელოვნება ვერ ასრულებს იმ ლოკომოტივს, რაც ოდითგანვე ჰქონდა. ეს ყველაფერი არის სიმბოლური მომენტი, თავისუფლება არის ჩვენში, ჩვენს თავში და ტვინში"- განაცხადა მხატვარმა დავით დოთიაშვილმა

168 საათის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს აღნიშნულ ლოკაციაზე, გამართოს ივენთები, დახატოს, გააკეთოს ხელნაკეთი ნივთები, მოაწყოს გამოფენა, ან უბრალოდ აკეთოს ის, რაც უნდა.



ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები