ევროკავშირის სასამართლომ გადაწყვეტილებით, კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლებს ისლამური თავსაბურავისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება აუკრძალონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ორგანიზაციის შიდა განაწესი, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური სიმბოლოების ტარებას, არ წარმოადგენს უშუალო დისკრიმინაციას“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„თუმცა, ასეთი განაწესის არარსებობის შემთხვევაში დამსაქმებლის სურვილი გაითვალისწინოს კლიენტის თხოვნა, რომელსაც არ სურს, რომ მომსახურებას უწევდეს თანამშრომელი, რომელიც ისლამურ თავსაბურავს ატარებს, არ შეიძლება განიხილებოდეს პროფესიულ მოთხოვნად, რომელიც დისკრიმინაციას გამორიცხავს“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
აღსანიშნავია, რომ ბელგიიდან და საფრანგეთიდან ორმა დასაქმებულმა ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც სამსახურიდან თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ დაითხოვეს.