დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
კონცერტების ძირითადი ლოკაცია ცენტრალური მოედანია.
26 მაისს, რუსთავის მერია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თავისუფლების მოედანზე გიწვევთ.
დილიდან, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა
14:00-19:00 სთ - კონცერტი (შადრევანთან, მცირე სცენაზე) მონაწილეობენ ანსამბლები: "თუთარჩელა", "მე რუსთველი", "სალხინო", "ფიროსმანი", თამარ ზარქუა, მუსიკალური ჯგუფი "არტ ენდ ლაიფი", საბავშვო სტუდეიები.
14:30 სთ - ლექცია-სემინარი, მომხსენებელი: გოდერძი შარაშია - ოკუპაციის პავილიონი
15:20 სთ - გასართობი კონკურსები
16:00 სთ - შავფაროსნების (ქართული საბრძოლო ხელოვნება) საჩვენებელი გამოსვლა
18:00 სთ - დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული წარმოდგენა
18:00 სთ - გასართობი აქტივობების საუკეთესო მონაწილეების დაჯილდოება
20:00 სთ - ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტი
21:00 სთ - ფოიერვერკი
21:05 სთ - დიჯეი ირაკლი ფიფია
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს