რუსთავში დაზიანებულ სანათებს ახლით ცვლიან

2019-05-15 16:47:04

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დაზიანებული სანათები, რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის" სამსახურის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის და მშენებელთა ქუჩებზე შეცვალეს, სადაც რამდენიმე ათეული სანათი დამონტაჟდა.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში "რუსთავსერვის ცენტრის" სამსახურის უფროსმა, გიორგი გოროზიამ განაცხადა, გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება. სანაპიროს ქუჩაზე კი, ახალი ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათები დამონტაჟდება.