ავტოსაგზაო შემთხვევა დავით გარეჯის ქუჩაზე დაახლოებით 19 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.