და-ძმას მატარებელი დაეჯახა

2019-03-20 11:20:02

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ დაშავებული და-ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.