გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. [ვიდეო/video]
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის შედეგად 6 სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.