ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-02-18 21:55:05

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ავარიას სოფელ კახათში ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."