ჯარიმების რაოდენობა ცნობილია
2019-02-11 12:16:00

სანქციები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით

• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით

• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე

• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10000 ლარამდე

• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით

• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5000 ლარამდე

• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით