კიდევ ერთი მსხვერპლი

2019-01-18 12:37:16

ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი. ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

რეფერალური ჰოსპიტალის წარმომადგენლების განცხადებით, გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შეიყვანა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მედიკოსების თქმით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე.