დედამ შვილი დაჭრა

2019-01-13 00:37:49

მარნეულში დედამ 28 წლის შვილი დაჭრა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრი 28 წლის გოგო ინტიმური შინაარსის ფოტოებს მეგობარ მამაკაცს სოციალური ქსელით უგზავნიდა რომელმაც მოგვიანებით ეს ფოტოები გაავრცელა.

შედეგად გოგოს ოჯახში მისი ნათესავები შეიკრიბნენ რა დროსაც დედასა და შვილს შორის კამათი მოხდა. 

კამათის შემდეგ დედამ შვილს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანით დაჭრა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს".

პოლიციამ დედა, 50 წლამდე ქალი უკვე დააკავა.