ქალზე ძალადობის ფაქტი [photo]

2019-01-10 23:32:16

34 წლის ქალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს - "საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების. მინდა გაფრთხილდეთ უმეტესად მდედრებს მივმართავ, რაც მე გადამხდა თავს მტერს არ ვუსურვებ.

30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს ელექტროშოკის 4 დარტყმით პარალიზება მოახდინა ჩემზე და იძალადა. გადავრჩი რადგან ელექტროშოკერი როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს.

საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით მინიმუმ ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით."

შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა. ქალის გონების დაკარგვის შემდეგ მასზე იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."

 

RUSTAVI