11 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-10 18:36:25

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 11 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00დან 19:00საათამდე შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფლებში გამარჯვება, ვაზიანი-აჭარლები, მარტყოფი, ვაზიანის დასახლება.

11:00დან 18:30საათამდე - აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერაქვი, სიონი, იალღუჯის დასახლება, ხოჯორნი და მიმდებარე სოფლებს. 13:00დან 14:00საათამდე  სოფლებს კესალო 2, წითელი ხიდი, კაპანაჩხი და მიმდებარე სოფლებს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

RUSTAVI