მკვლელობა მარნეულში

2018-12-15 15:27:36

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ქალი გარდაცვლილი მისმა მეზოვლებმა იპოვეს, მათივე ინფორმაციით მკვლელი შესაძლოა მისი ოჯახის წევრი იყოს.

აღსანიშნავია რომ სახლის ეზოში ნაპოვნია ორმო სადაც დამნაშავე სავარაუდოდ ცხედრის დამარხვას აპირებდა.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".

სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდიინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.