ავარია მსხვერპლით დასრულდა
2018-11-08 11:51:18

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მერია-ლაითურის დამაკავშირებელ გზაზე.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.

შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ოზურგეთის “მედალფას” სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე აცხადებს, ავარიის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორეს კი ქალა ტვინის ტრამვა აღენიშნება და ის მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.