პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა [PHOTO]
2018-02-12 14:54:52

ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი, მათ შორის საპატრულო პოლიციის მანქანა, შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი დაშავებული პოლიციის თანამშრომელია.
თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები  წინ მიმავალი ავტომანქანის გადასწრებას ცდილობდნენ, რა დროსაც შემხვედრ ავტომობილს დაეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას აზუსტებენ, ამ დრომდე უცნობია დაშავებულების მდგომარეობა.

ინფორმაციას და ფოტოებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.