თავდასხმა "ვითიბი ბანკზე"
2018-02-12 11:46:51

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, "ვითიბი ბანკის" ცენტრალური ფილიალის გაქურდვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ბანკის ცენტრალური კარი შეამტვრია. ბანკის თანამშრომლების განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია კამერების ჩანაწერები. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

შსს-ში განაცხადეს რომ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.  სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: რუსთავი2