შეზღუდვა გზებზე

2024-06-11 13:01:46

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ32 მონაკვეთის გავლით.