ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

2024-02-12 11:22:33

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე კაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.