ერთმანეთს მოტოციკლეტი და ავტომობილი შეეჯახა

2023-01-29 13:47:26

აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ერთი "ვი ვა მედში", მეორე კი "ღუდუშაურის" კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ფოტო: მთავარი არხი