ავარიას მძღოლი ემსხვერპლა
2017-10-12 14:18:25

ტყვიავის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის გადასახვევთან მოხდა.

სამარშუტო ტაქსი, რომელსაც პური გადაჰქონდა, ხეს შეეჯახა. რის შემდეგაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.