23 წლის კაცი მე-17 სართულიდან გადმოვარდა

2022-10-06 16:09:26

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 23 წლის კაცი გადმოვარდა. 

მეჩვიდმეტე სართულდან გადმოვარდნილი პირი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კონკრეტულ ბინაში სარემონტო სამუშაოების ასრულებდა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.