თსუ-ს ყოფილ ბუღალტერს პატიმრობა შეეფარდა

2022-10-06 12:28:19

დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.